ჩვენ შესახებ
კომპანია "თრასთ ქონექთის" შესახებ
კომპანია “თრასთ ქონექთი“ წარმოადგენს საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ ავტორიზებულ პირს, რომელიც სპეციალიზდება სარეკლამო და საინფორმაციო შინაარსის ადგილობრივ და საერთაშორისო SMS სერვისებზე.
ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს შევთავაზოთ თანამედროვე, მოქნილი და ეფექტური SMS სერვისი. მრავალწლიანი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, მომხმარებელს მივაწოდოთ მომსახურება, რომელიც აერთიანებს მაღალ ხარისხს, სანდოობას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — გონივრულ და კონკურენტულ ფასებს.
დღესდღეობით, ჩვენს SMS პლატფორმას იყენებს იმ კომპანიების 85%-ზე მეტი, რომლებიც SMS გაგზავნას იყენებენ მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის — როგორც ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და სწრაფ არხს.
ჩვენი გუნდი მუშაობს გამჭვირვალედ და პასუხისმგებლობით — სწორედ ამ ღირებულებებზე დაყრდნობით ვაშენებთ ნდობას და ვინარჩუნებთ მომხმარებელთა ლოიალობას SMS სერვისების მიმართულებით.


